კომისია:
ა) ამოწმებს ქონების ფაქტობრივ არსებობასა და მდგომარეობას;
ბ) ახორციელებს ქონების ვიზუალურ და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დათვალიერებას;
გ) ადგენს ქონების გამოყენების შესაძლებლობას;
დ) ადგენს ქონების დაზიანების, ცვეთის ან გამოუსადეგრობის მიზეზებს;
ე) განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ქონების აღდგენის ან შეკეთების შესაძლებლობა;
ვ) აფასებს აღდგენის/შეკეთების მიზანშეწონილობას;
ზ) ადგენს ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნას;
თ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს იურიდიული პირის ხელმძღვანელს სპეციალისტის, ექსპერტის ან დამოუკიდებელი შემფასებლის ჩართვის წინადადებით;
ი) ადგენს შესაბამის აქტებსა და ნუსხებს;
კ) ახორციელებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ქონების ჩამოწერის საფუძვლე