1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების:
ა) ინვენტარიზაციის;
ბ) ფაქტობრივი და ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის;
გ) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების გამოვლენის;
დ) შეფასების;
ე) ჩამოწერის;
ვ) ლიკვიდაციის;
ზ) ჩამოწერის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილების, ჯართის, მასალებისა და სხვა ქონების აღრიცხვისა და განკარგვის;
თ) შესაბამისი საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის წარმოების წესს.
2. ამ წესის მიზანია მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების მართვისას ერთიანი, გამჭვირვალე, დასაბუთებული და კონტროლირებადი პროცედურის უზრუნველყოფა.
3. ამ წესის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობა, შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები, წესდება და ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმებ