სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-424
სარეგისტრაციო კოდი
010020000.22.023.017021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-424

2026 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ემბლემა (დანართი №1);

ბ)  მედიასთან საკომუნიკაციო ბანერი (დანართი №2);

გ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ქართულენოვანი ბლანკის ნიმუში (დანართი №3);

დ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ინგლისურენოვანი ბლანკის ნიმუში (დანართი №4);

ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში (დანართი №5).

2. სააგენტოს ემბლემას წარმოადგენს საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება და დაწესებულების დასახელების აღმნიშვნელი წარწერა.

მუხლი 2
1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის.

2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სააგენტოს ვებგვერდზე;

ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე;

გ) სააგენტოს მიერ გაცემულ  სერტიფიკატებსა და დოკუმენტაციაზე;    

დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე;

ე) სააგენტოს  სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე;

ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე;

ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე.

3. საჭიროების შემთხვევაში ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტომ ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით.

5. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 26 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
📎 დანართები (5)
ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-3 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-4 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-5 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ნორმატიული-აქტი-6 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.10.2026.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“?
„სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-424. სარეგისტრაციო კოდი — 010020000.22.023.017021.
სად არის „სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“, №2-424, 19.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.023.017021 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7021489/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება