ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავიანთმა მოქალაქეებმა განახორციელონ ღია ზღვაში თევზჭერა:
(a) თავიანთი სახელშეკრულებო ვალდებულებების დაცვით;
(b) სანაპირო სახელმწიფოების უფლებების და მოვალეობების, ასევე, მათი ინტერესების დაცვით, რომლებიც გათვალისწინებულია, inter alia, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 64-ე – 67-ე მუხლებით; და
(c) წინამდებარე განყოფილების დებულებების დაცვით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „საზღვაო სამართლის შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.1982.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/11/2026.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება