1. სანაპირო სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, რომელიც გამოწვეულია მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ზღვის ფსკერზე საქმიანობით და მათ იურისდიქციაში მყოფი ხელოვნური კუნძულებით, დანადგარებითა და ნაგებობებით, ან დაკავშირებულია მათთან მე-60 და მე-80 მუხლების შესაბამისად.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით,3. ასეთი კანონები, წესები და ზომები უნდა იყოს არანაკლებ ეფექტური, ვიდრე საერთაშორისო ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები.

4. სახელმწიფოები უნდა ეცადონ, რომ შესაბამის რეგიონულ დონეზე მოახდინონ ამ კუთხით არსებული პოლიტიკის ჰარმონიზაცია.

5. სახელმწიფოებმა, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით, უნდა დაადგინონ გლობალური და რეგიონული ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები ზღვის გარემოს პირველ პუნქტში მითითებული დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით. ასეთი ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები, საჭიროებისამებრ, უნდა გადაიხედოს პერიოდულად.