საიდუმლოება
1. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენისას მოითხოვოს მის მიერ წარდგენილი ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ აჩერებს შემოწმების და მონიტორინგის პროცესს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ფონდის გენერალური დირექტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე