წარმოების
ენა

1. ამ წესით გათვალისწინებული საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

2. თუ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, მხარე ვალდებულია ფონდის მოთხოვნის შემთხვევაში და მის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას ამ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები.