აღსრულება
1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება/საჯარიმო ქვითარი არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს მისი აღსრულების შეჩერების საფუძველი (სადავო აქტი გასაჩივრებულია კანონით დადგენილი წესით და ამის თაობაზე ფონდს ეცნობა უფლებამოსილი განმხილველი ორგანოს ან დამსაქმებლის მიერ (დამსაქმებლის მიერ ფონდში წარდგენილი ცნობა სასამართლოდან ან განჩინება დამოწმებული უნდა იყოს სასამართლოს ბეჭდით), მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ამ წესის №3 დანართით დადგენილი ფორმით. სააღსრულებო ფურცელი შესაძლებელია გაიცეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატური გენერირების გზით.
2. კანონის 37
9 მუხლით გათვალისწინებული განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცელი არ გაიცემა შეთანხმების მოქმედების პერიოდში, გარდა შეთანხმების პირობების დარღვევისა. შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, კანონის 37
9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
3. სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
4. სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის – შეუსრულებელ ვალდებულებაზე მიუღებელ სარგებლის დაკისრების შემთხვევაში, ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი ირიცხება ინსტრუქციით განსაზღვრულ ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი თანხის და მიუღებელი სარგებლის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და თანხა სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით ნაწილდება დასაქმებულ(ებ)ის/მონაწილე(ებ)ის/პენსიის მიმღებ(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზემოთ მითითებულის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად შექმნის მიზნით, დამსაქმებლის პირველად რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს საპენსიო ფონდი.
5. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შემდგომ დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების შემთხვევაში:
ა) თუ მცირდება ან უქმდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და მიუღებელი სარგებლის მოცულობა, აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა არ იცვლება;
ბ) თუ იზრდება განსახორციელებელი საპენსიო შენატანის ან/და მიუღებელი სარგებლის მოცულობა, აღსასრულებელი საპენსიო შენატანის მოცულობა გაიზრდება.
6. თუ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა აღემატება სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოთხოვნის ოდენობას, აღნიშნული სხვაობა დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის სახით აისახება.
7. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ამოღებული თანხა მიემართება იმ უპირველესი მოთხოვნის დასაფარად, რომლის იძულებით აღსასრულებლადაც გამოიცა სააღსრულებო ფურცელი.
8. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ან/და მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფარვის მიზნით ამოღებული თანხით უპირველესად დაიფარება განუხორციელებელი საპენსიო შენატანი, შემდგომ მასზე დარიცხული მიუღებელი სარგებელი. არასაკმარისი თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.
9. ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს მისი მიღებიდან 2 (ორი) წლის ვადაში.