ზედმეტად
განხორციელებული
საპენსიო
შენატანის
კორექტირების
წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით, ფონდი შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავად განახორციელებს გამოვლენილი ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცვლილების ასახვის შემდეგ ფონდი ინსტრუქციით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნებას.
5. ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც აისახება პენსიის მიმღების/მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და ჯერ არ არის მისთვის გაცემული (მათ შორის, თუ პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა პროგრამული გატანით ან სხვა პერიოდული ფორმით და ანგარიშზე რჩება გასაცემი ნაშთი), გაიქვითება ამ ნაშთიდან ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. თუ პენსიის მიმღების/მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღარ არსებობს გასაცემი ნაშთი (მას პენსია/საპენსიო აქტივები სრულად აქვს მიღებული), ზედმეტად გადახდილი თანხის მოთხოვნა პენსიის მიმღებისგან/მემკვიდრისგან დაუშვებელია, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და ფონდის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა (კანონის 34
2 მუხლის პირველი პუნქტი). დამსაქმებელს უფლება არ აქვს ფონდს მოსთხოვოს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ან/და მასთან დაკავშირებული რაიმე თანხის გადახდა, რომელიც გაცემულია კანონის 32-ე–34
1 მუხლების საფუძველზე (კანონის 34
2 მუხლის მე-2 პუნქტი); 2024 წლის 30 სექტემბრამდე პენსიის/საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ მოითხოვება (კანონის 38-ე მუხლის მე-20 პუნქტი).
6. ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის ფონდისთვის დაბრუნება და ამ მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა კანონის 34
2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა