შედეგად
გამოვლენილი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა

1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გამოიცემა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმის ფორმით და რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად, დანართი №1 ფორმით.

2. მონიტორინგის შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა  გამოვლენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება კანონით და ამ წესის მე-16 მუხლით.

4. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.

5. სამართალდამრღვევისათვის სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებიდან და ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 20 (ოცი) დღის ვადაში.

6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემების, სამართალდამრღვევის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულებ(ებ)ის/განმარტებ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მონიტორინგის პროცესში მიღებული/განხილული ინფორმაციის/მონაცემ(ებ)ის გათვალისწინებით, ფონდის გენერალური  დირექტორი შესაბამისი ბრძანებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სამართალდამრღვევისათვის კანონით  გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე;

ბ) მიუღებელი სარგებლის დაკისრების თაობაზე, თუკი მონიტორინგის პროცესი მოიცავს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის წარმოშობილ ვალდებულებებს;

გ) ჯარიმის არდაკისრების და  საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე;

დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე;

ე) დარღვევის გამოსწორების – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე.

7. ფონდის გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება კანონით და ამ წესის მე-16 მუხლით.