წარმოშობილ
ვალდებულებაზე
შესაძლო
შეუსაბამობების
აღმოფხვრა

1. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების მონიტორინგის მიზნით, მონიტორინგის დაწყების თაობაზე ბრძანების დამსაქმებლისთვის გაცნობის თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია აღმოფხვრას საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ფონდს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი (გარდა სახელმწიფო დამსაქმებლისა) არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების შესრულების მიზნით საჭიროა დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში. დამსაქმებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საკითხი განისაზღვრება ინსტრუქციით დადგენილი წესით.