სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ჯარიმის, მიუღებელი სარგებლის დაკისრების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების და აღსრულების წესს და პროცედურებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ეს წესი ასევე ადგენს სამართალდარღვევის ოქმის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმებს, ასევე მათი და ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის, ასევე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან სხვა დოკუმენტების შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, საჯარო გავრცელების, ელექტრონული კომუნიკაციის წესს.