მონიტორინგი

1. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის კანონის შესაბამისად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ფონდი  უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს თვითდასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი.

2. მონიტორინგის შედეგად თვითდასაქმებულის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის დარღვევით შესრულების გამოვლენა არ გამოიწვევს თვითდასაქმებულის პასუხისმგებლობას კანონის 373
და 374 მუხლების შესაბამისად. ვალდებულების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში ფონდი თვითდასაქმებულს წარუდგენს შეტყობინებას და მოუწოდებს აღმოფხვრას შეუსაბამობა.

3. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ფონდი იმოქმედებს ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად.