განმარტება

. ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)
კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“;

ბ)
ფონდი –საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი;

გ)
ინსტრუქცია – ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“;

დ)
მონიტორინგი – ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება, მათ შორის, შემოწმება, რომელიც იწყება და ხორციელდება მონიტორინგის ბრძანების საფუძველზე/შესაბამისად;

ე)
შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან ან/და საპენსიო ფონდის სხვა ინფორმაციასთან/მონაცემებთან შედარება, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, მიუღებელი სარგებლის დაკისრების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;

ვ)
მონიტორინგის
ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში, გეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის  გენერალური დირექტორის ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური  დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება;

ზ)
უფლებამოსილი
თანამშრომელი – მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული ფონდის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;

თ)
სამართალდამრღვევი (ამ წესის მიზნებისთვის) – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გენერირებული ელექტრონულ  საჯარიმო ქვითრით/გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი;

ი)
ერთობლივი
ნორმატიული
აქტი – შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის კანონით გათვალისწინებული ერთობლივი ნორმატიული აქტი;

კ)
სახელმწიფო
დამსაქმებელი – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ასევე სახელმწიფო დამსაქმებელს;

ლ)
საბალანსო
თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით ინსტრუქციით დადგენილი წესით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ან/და მიუღებელი სარგებლის (ასეთის არსებობისას) გადახდის ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს;

მ)
შემოსავლების
სამსახურის
სისტემა – შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა და ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად შესაბამისი პირისათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის ჩაბარება;

ნ)
საშემოსავლო
დეკლარაციის
ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა;

ო)
საშემოსავლო
დეკლარაციის
შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ დაზუსტება, ცვლილების ან/და დამატების შეტანა;

პ)
ელექტრონული
საჯარიმო
ქვითარი – 2025 წლის 1 მაისის შემდგომი საანგარიშო პერიოდისათვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ფონდის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელს ეკისრება  კანონის 37
3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

ჟ)
სამართალდარღვევა – დამსაქმებლის მიერ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა (მათ შორის, ამ ვალდებულების კანონით და ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა);

რ)
საშეღავათო პერიოდი – კანონის 373
მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 10 სამუშაო დღიანი პერიოდი.

2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და ფონდის  ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.