1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს უმაღლესი განათლების მქონე პირმა, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
2. ინსტიტუტის დირექტორის არჩევა ხდება 4 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის ზედიზედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერ.
3. ინსტიტუტის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო.
4. დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
5. დირექტორის კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.
6. სამეცნიერო საბჭოს მიერ შექმნილი სამდივნო განიხილავს კანდიდატთა განცხადებებს და წარმოდგენილ საბუთებს. კონკურსის სამდივნო შედგება ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრების, ინსტიტუტის სხვა მეცნიერების და დამხმარე პერსონალისაგან, რომლებიც სამდივნოს ფუნქციების განხორციელებისას ექვემდებარებიან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს. კონკურსის სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
7. სამდივნო დირექტორების კანდიდატურებს წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს, რომელიც კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამის საფუძველზე ირჩევს დირექტორს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. დირექტორების კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს წევრთა 1/3-ისა.
9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2009
მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
თავი II — ინსტიტუტის მართვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
- მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოსა და მის წევრთა უფლებამოსილება
- მუხლი 6. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
- მუხლი 7. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს არჩევა
- მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი
- მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №373, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.388 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70870/muxli-10/