1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვ
ირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ იგი არის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი/მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
გ) მთავარი მეცნიერი
თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს,თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.
3. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2009
მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
თავი III — ინსტიტუტის პერსონალი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ინსტიტუტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
- მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი
- მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 16. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 17. ინსტიტუტის ქონება
- მუხლი 18. ინსტიტუტის დაფინანსება
- მუხლი 20. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №373, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.388 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70870/muxli-14/