1. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) დამოუკიდებლად განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი შეზღუდვა ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) თანამდებობრივი სარგოს მიღების გარდა, დამატებით მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში; აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის დაფინანსებით მიუხედავად სამუშაო ადგილის შეცვლისა;
დ) ისარგებლოს ინსტიტუტის ბიბლიოთეკით და ინსტიტუტის სხვა ქონებით;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. მეცნიერი ვალდებულია:
ა) დაიცვას ინსტიტუტის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) გაუფრთხილდეს ინსტიტუტის ქონებას;
დ) სამეცნიერო საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
თავი IV
ინსტიტუტის ქონება და დაფინანსების წყაროები. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2009
მუხლი 15. მეცნიერთა უფლებები და მოვალეობები
თავი III — ინსტიტუტის პერსონალი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება
- მუხლი 10. ინსტიტუტის დირექტორის არჩევის წესი
- მუხლი 11. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
- მუხლი 12. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 13. ინსტიტუტის პერსონალი
- მუხლი 14. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
- მუხლი 16. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი
- მუხლი 17. ინსტიტუტის ქონება
- მუხლი 18. ინსტიტუტის დაფინანსება
- მუხლი 20. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
- მუხლი 22. გარდამავალი დებულება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №373, 25.05.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.388 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70870/muxli-15/