1. ერთსა და იმავე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების შერწყმის ან წილის შეძენის შემთხვევაში, ჰორიზონტალური ტრანზაქცია არ ექვემდებარება დეტალურ გამოკვლევას, თუკი შესაძლებელია სავარაუდო ტრანზაქციის შემდგომ ჩამოყალიბებული ბაზრის სეგმენტის იდენტიფიცირება როგორც:
ა) დაბალკონცენტრირებული;
ბ) ზომიერად კონცენტრირებული, და ამავე დროს, დელტა არ აღემატება 250 ერთეულს;
გ) მაღალკონცენტრირებული, ხოლო დელტა არ აღემატება 150 ერთეულს
.
2. შერწყმის ან წილის შეძენის ჰორიზონტალური ტრანზაქციის გამოკვლევა აუცილებელია, როდესაც ადგილი აქვს ერთ ან რამდენიმე შემდეგ გარემოებას:
ა) ტრანზაქციაში მონაწილეობს მცირე ფარდობითი საბაზრო წილის მფლობელი და დინამიურად განვითარებადი, ბაზრის სეგმენტზე პოტენციურად ან ახალი შემომსვლელი ეკონომიკური აგენტი;
ბ) ტრანზაქციაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინოვატორს, თუმცა ერთობლიობაში არ ფლობს მნიშვნელოვან ფარდობით საბაზრო წილს;
გ) ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებობენ მნიშვნელოვანი ჯვარედინი წილის მფლობელი ან ურთიერთდამოკიდებული პირები;
დ) ტრანზაქციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტი, რომლის შერწყმაც ან მნიშვნელოვანი წილის შეძენა იგეგმება, წარმოადგენს პირს, რომელიც ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სხვა ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს;
ე) შერწყმის ან წილის შეძენის მონაწილე ერთ-ერთი მხარის ფარდობითი საბაზრო წილი ტრანზაქციის შესაძლო განხორციელებამდე შეადგენს არანაკლებ 50 პროცენტს.
3. შერწყმის ან წილის შეძენის ვერტიკალური ტრანზაქციის გამოკვლევა აუცილებელია, როდესაც ადგილი აქვს ერთ ან რამდენიმე შემდეგ გარემოებას:
ა) შერწყმის ან წილების შეძენის შემდგომ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორი
ზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;
ბ) შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;
გ) შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწმა ან მნიშვნელოვანი წილის შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტის, რომელიც აღმავალი (დაღმავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობა