კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს მხარეებს შერწყმის ან წილის შეძენის პირობების კორექტირება, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან წილის შეძენა გამოიწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბება და კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევა. აგრეთვე, მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ან წილის შემძენ ეკონომიკურ აგენტს შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას. შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან შერწყმის ან წილის შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ კომისიას საკუთარი წინადადებები ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად. შერწყმის ან წილის შეძენის შედეგად ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ახალჩამოყალიბებულ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი საოპერაციო აქტივების ან წილების გაყიდვა. ამ შემთხვევაში კომისიის მიერ, ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებზე დაყრდნობით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის არსებითი პირობები და გარემოებები, რომლებმაც განაპირობეს ჩამოყალიბებული ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის ან მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოპოვება, მისი ბოროტად გამოყენება და კონკურენცის უხეში დარღვევა, დაუძლეველი ხასიათის შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბება.
დანართი №1
1. შერწყმის ან წილის შეძენის თაობაზე შეტყობინებაში ასახული ინფორმაცია
შერწმის ან წილის შეძენის თაობაზე შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან წილის შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას ყოველი მონაწილე ავტორიზებული პირის შესახებ:
ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეულ მომსახურებაზე;
გ) ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტზე მეტია;
დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის შეძენის შემთხვევაში, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;
ე) ინფორმაცია შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე და მათთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირების შესახებ. კომისიას უნდა ეცნობოს ავტორიზებულ პირსა და აფილირებულ პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და წილობრივ მონაწილეობას. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას.
2. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას მოთხოვნილი ინფორმაცია
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მინიმუმ უნდა მოიცავდეს მოცემულ მონაცემებს:
ა) საბითუმო ბაზრის სეგმენტზე მიწოდებულ მომსახურების სახეებზე:
ა.ა) ძირითადი გამანაწილებელი სისტემების, არხული და პაკეტური საკომუტაციო სადგურების, თანალოკაციის ფართების, ტერმინალური მულტიპლექსორების განთავსების მისამართები, სახაზო საშუალებებისა და საკანალიზაციო არხების სეგმენტების გეოგრაფიული მდებარეობა;
ა.ბ) გამანაწილებელი სისტემების, საკომუტაციო სადგურების, მაგისტრალური განმანაწილებელი კაბელებისა და არხების, ტერმინალური პორტებისა და სახაზო საშუალებების ტევადობა შესაბამის ერთეულებში;
ა.გ) მაგისტრალური არხების, საჰაერო ხაზების და საკანალიზაციო არხების სეგმენტების სიგრძე;
ა.დ) თანალოკაციის ფართზე ურთიერთჩართვის მომსახურების პორტების, სიგნალიზაციის პორტების და კანალიზაციაში საკომუნიკაციო არხების რაოდენობა;
ა.ე) იჯარით გაცემული წყვილების, არხების, პორტებისა და საკომუნიკაციო ანძების რაოდენობა, ამ სახის მომსახურების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები;
ა.ვ) ურთიერთჩართვის შემომავალი და გამავალი გამოძახებების, ტრაფიკის მოცულობა და მოკლე შეტყობინებების რაოდენობა მომსახურების ამ სახეების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები.
ბ)
საცალო ბაზრის სეგმენტზე მიწოდებულ მომსახურების სახეებზე:
ბ.ა) ბოლო მომხმარებლების (აბონენტების) რაოდენობა;
ბ.ბ) გამავალი ზარებისა ან ტრაფიკის მოცულობა;
ბ.გ) მომსახურების გაწევიდან მიღებული განცალკევებული შემოსავალები და გაწეული ხარჯები.
დანართი №2
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების ძირითადი კლასიფიკატორი
1. საბითუმო ბაზრის სეგმენტი (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვება):
ა) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და საშუალებებთან დაშვება:
ა.ა) ადგილობრივი დაშვების ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;
ა.ბ) ძირითადი (პაკეტური ან არხული) საკომუნიკაციო ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;
ა.გ) მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;
ა.დ) მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება;
ა.ე) თანალოკაციის ფართზე დაშვება;
ა.ვ) საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან და შესაბამის თანალოკაციის ფართებთან დაშვება;
ა.ზ) ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება.
ბ) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და საშუალებებთან დაშვება
ბ.ა) ფიჭური ორგანიზების ტიპის მოძრავ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება.
გ) თანამგზავრული საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ქსელის ელემენტებთან და საშუალებებთან დაშვება
გ.ა) თანამგზავრული საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება
.
2. საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტი (ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება):
ა) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება:
ა.ა) ადგილობრივი სატელეფონო მომსახურება;
ა.ბ) საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ა.გ) საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ა.დ) მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
ა.ე) ინტერნეტმომსახურება;
ა.ვ) ფართოზოლოვან მონაცემთა გადაცემა;
ა.ზ) ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.
ბ) მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება:
ბ.ა) მოძრავი სატელეფონო (ხმოვანი) მომსახურება;
ბ.ბ) ტექსტური და მულტიმედიური შეტყობინების გადაცემის მომსახურება;
ბ.გ) მულტიმედიური მომსახურება;
ბ.დ) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);
ბ.ე) მოძრავი ინტერნეტმომსახურება (WAP, ინტერნეტი);
ბ.ვ) მოძრავი მაუწყებლობის მომსახურება.
გ) თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:
გ.ა) მოძრავი თანამგზავრული სატალეფონო (ხმოვანი) მომსახურება;
გ.ბ) ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით;
გ.გ) თანამგზავრული ინტერნეტმომსახურება;
გ.დ) თანამგზავრული მაუწყებლობის მომსახურება.
დანართი №3
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ფარდობითი საბაზრო წილის განსაზღვრა
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკრეტული ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც:
Si – განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში გაზომილი, კონკრეტული (i-ური) ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებელი ფარდობითი საბაზრო წილი (პროცენტებში);
Qi – კონკრეტული (i-ური) ავტორიზებული პირის მაჩვენებელი განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;
Q – ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სრული ტევადობა განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში;
i – კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. ,,i“ ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან N- მდე, სადაც N ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული ეკონომიკური აგენტების სრული რაოდენობაა.
დანართი
№4
1. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრირების HHI ინდექსის (ე.წ. ,,ჰერფინდალ-ჰირშმანის“) რაოდენობრივი მნიშვნელობის განსაზღვრა
ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრირების ე.წ. ,,ჰერფინდალ-ჰირშმანის“ ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც:
HHI – ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრირების ე.წ. ,,ჰერფინდალ-ჰირშმანის“ ინდექსის (HHI) რაოდენობრივი მნიშვნელობა;
Si – განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში გაზომილი, კონკრეტული (i-ური) ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებელი ფარდობითი საბაზრო წილი (პროცენტებში);
i – კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. ,,i“ ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან N-მდე, სადაც N ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული ეკონომიკური აგენტების სრული რაოდენობაა“;
- ერთიდან N-მდე i-ური შესაკრებების მწკრივის ჯამის ნიშანი.
2. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების კონცენტრირების ინდექსის რაოდენობრივი მნიშვნელობის განსაზღვრა (CRK),ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების კონცენტრირების ინდექსის (CRK) რაოდენობრივი მნიშვნელობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც:
CRK – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე K რაოდენობის (K = 3,4,5,6... და ა.შ.) მოქმედი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების (ფარდობითი წილების კლების მიმართულებით დაჯგუფებული) კონცენტრირების ინდექსის რაოდენობრივი მნიშვნელობა;
Si – განზომილების შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში გაზომილი, კონკრეტული (,,i“ – ური) ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი (პროცენტებში);
i – კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. ,,i“ ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან K-მდე, სადაც K – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების სრული რაოდენობა.
ერთიდან K-მდე i-ური შესაკრებების მწკრივის ჯამის ნიშანი.
3. ე.წ. ,,ლინდის“ ინდექსის (Lk) რაოდენობრივი მნიშვნელობის განსაზღვრა და ანალიზი
ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის არათანაბრობის დონის და ამ სეგმენტის სტრუქტურის ანალიზისას (ოლიგოპოლიის საზღვრების დასადგენად) გამოყენებული ე.წ. ,,ლინდის“ ინდექსის (Lk) რაოდენობრივი მნიშვნელობები გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც:
Lk – ე.წ. ,,ლინდის“ k-ური ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობა (k = 2,3,4,5,6... და ა.შ.);
k – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე განხილული უმსხვილესი (ფარდობითი წილების კლების მიმართულებით დაჯგუფებული) ეკონომიკური აგენტების k რაოდენობის ჯგუფი;
Mi – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე i-ური რაოდენობის უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების დაკავებული ფარდობითი წილის საშუალო მნიშვნელობის ფარდობა (K – i) რაოდენობის უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯამურ საბაზრო წილთან;
i – კონკრეტული ავტორიზებული პირის იდენტიფიკატორი. i ინდექსის მნიშვნელობა იცვლება 1-დან, k-მდე.
Mi მაჩვენებლის რიცხვითი მნიშვნელობა გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც:
Ai – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ,,i“ რაოდენობით დაჯგუფებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯამური ფარდობითი წილი;
Ak – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ,,k“ რაოდენობით დაჯგუფებული უმსხვილესი ეკონომიკური აგენტების ჯამური ფარდობითი წილი.
ე.წ. ,,ლინდის“ ინდექსი გამოიყენება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ოლიგოპოლიის საზღვრების განსაზღვრისათვის, შემდეგი კრიტერიუმის გამოყენებით: განისაზღვრება Lk ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობები სხვადასხვა k-ური ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობის შემთხვევაში (k = 2,3,4,5,6... და ა.შ.). გაანგარიშება ხორციელდება k-ური ინდექსის იმ მნიშვნელობამდე, სანამ არ ირღვევა Lk ინდექსის მონოტონურად კლების ტენდენცია (ანუ Lk+1
მეტია Lk
-ს რიცხვით მნიშვნელობაზე). ,,k“ მაჩვენებლის ის რიცხვითი მიშვნელობა, როდესაც Lk ინდექსის მონოტონურად კლების ტენდენცია მწკრივში პირველად დაირღვა, განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ოლიგოპოლიის საზღვარს, ანუ ოლიგოპოლიური ბაზრის სეგმენტზე საქმიანობას ახორციელებს k რაოდენობის ეკონომიკური აგენტი. თუ ,,k“-ს რიცვითი მნიშვნელობა ნაკლებია სამზე, ოლიგოპოლია შესალებელია შეფასდეს როგორც ,,ხისტი ოლიგოპოლიური ბაზრის სეგმენტი“.
4. ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალის გაზომვა (LE ე.წ. ,,ლერნერის“ ინდექსის გაანგარიშება)
ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალა განსაზღვრავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მისი დამოუკიდებლად მოქმედების და გონივრულ ვადაში საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით კონკურენტულთან შედარებით მაღალი ტარიფების დაწესების ან სატარიფო ზეწოლის განხორცილების შესაძლებლობას. ამ მაჩვენებლის რიცხვითი მნიშვნელობა გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც:
LE – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის საბაზრო ძალის – ე.წ. ,,ლერნერის“ ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობა;
P – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების კონკრეტულ სახეზე ჩამოყალიბებული ტარიფის დონე;
MC – ეკონომიკური აგენტის მიერ განხილული მომსახურების კონკრეტული სახის მიწოდებაზე გაწეული ზღვრული დანახარჯი;
რაც მეტია ამ ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობა, მით უფრო მეტია ეკონომიკური აგენტის შედარებითი საბაზრო ძალა და მისი შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორცილოს სატარიფო ზეწოლა და არაგონივრულად დაბალი ტარიფების დაწესება. სრულად მონოპოლიზირებულ ბაზრის სეგმენტზე მისი მნიშვნელობა ერთის ტოლია, ხოლო სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულის ტოლი