საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნების პროცესშიო მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№26/2007
სარეგისტრაციო კოდი
010.210.010.15.008.011.174
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 30/11/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.174

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №26/2007

2007 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-14, 141 და მე-15 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1.

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლი­ტი­კური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტ­რალურ საარჩევნო კომისიაში (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში) წინასწარ წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებისათვის რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

    მუხლი 2.

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში გაზეთებმა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გარდა პოლიტიკური პარტიების გაზეთებისა, იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასწარ წარმოადგინონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობითა და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება ყოველკვირეულად, არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

    მუხლი 3.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერ­თობის განყოფილებას.

    მუხლი 4.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 5.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                               ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                          გ. მჭედლიძე