საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.190
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №29/2007
2007 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1.
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა არანაკლებ 50000 მხარდამჭერი ამომრჩევლის ხელმოწერა არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა უნდა წარადგინოს ცესკოს საოქმო-სარეგისტრაციო სამსახურში, რომელიც გადანომრილ ბლანკებს ლუქავს.
2. სიის წარდგენიდან 3 დღის ვადაში საოქმო-სარეგისტრაციო სამსახური ხსნის დალუქულ სიებს და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 42-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ამოწმებს მხარდამჭერთა ხელმოწერებს.
3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები (მონაცემების მითითების თანმიმდევრობა არ შეიძლება გახდეს ხელმოწერის გაბათილების მიზეზი).
4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული პასუხისმგებელი პირის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 41-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემები (მონაცემების მითითების თანმიმდევრობა არ შეიძლება გახდეს ხელმოწერის გაბათილების მიზეზი).
მუხლი 2.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 04.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №29/2007. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.010.15.008.011.190.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, №29/2007, 04.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.011.190 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/74596/