,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7/2008
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.15.008.011.638
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 27/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.638

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2008

2008 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-14, 141 და მე-15 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში) წინასწარ წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებისათვის რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

მუხლი 2.

წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში გაზეთებმა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გარდა პოლიტიკური პარტიების გაზეთებისა, იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასწარ წარმოადგინონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობითა და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება ყოველკვირეულად, არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

მუხლი 3.

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს.

მუხლი 4.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი                                                                                 გ. მჭედლიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ““?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2008.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ““?
„,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ““ მიღებულია 25.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №7/2008. სარეგისტრაციო კოდი — 010.190.020.15.008.011.638.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ““, №7/2008, 25.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.011.638 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/76798/