„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№520
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.011.902
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 11/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.902

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №520

2008 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით (სსმ III, 21.03.2007წ., №38, მუხ. 440) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას;“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის კანცელარიაში და რეგისტრაციის დღესვე გადაეცემა სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფს ცნობის გამოქვეყნებას საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად.“;

გ) მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი;

დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება. გადაწყვეტილება მიიღება სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.“;

ე) მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები;

ვ) მე-5 და მე-6 მუხლებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. ინიციატივის საზოგადოებრივი საბჭოს მიერ განხილვა

1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ შექმნილი საზოგადოებრივი საბჭო.

2. სამინისტროში სამეურვეო საბჭოს მიერ განსახილველად წარდგენილი ინიციატივა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და შესაბამისი ოქმის ასლს;

ბ) დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლებს – ასეთის არსებობის შემთ ხ ვევაში.

    მუხლი 6. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება

საზოგადოებრივი საბჭოს წინადადებების საფუძველზე მინისტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ზ) მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. სკოლის სახელის შეცვლა ან გაუქმება

სკოლისათვის სახელის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული სახელის მინიჭებიდან სულ მცირე 5 წლის გასვლის შემდეგ. სკოლისათვის სახელის შეცვლა ხდება სკოლის სახელის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2008.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.06.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №520. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.22.022.011.902.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №520, 05.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.902 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78076/