,,საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №365 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№538
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.012.213
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 26/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.213

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №538

2008 წლის 23 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №365 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №365 ბრძანებაში (სსმ III, 08.07.2008წ., №96, მუხ. 1061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ინსტრუქციის მე-5 მუხლის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ კოლონას ორი საპატრულო ეკიპაჟი აცილებს, ერთ-ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმმართველი ხდება გამართული საპატრულო ავტომანქანა, ხოლო კოლონის ბოლო მანქანაში ხელის რადიოსადგურით გადაჯდება ამ საპატრულო ავტომანქანის ეკიპაჟის მესამე წევრი და მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად.“.

ბ) ინსტრუქციის მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

საპატრულო ეკიპაჟი სამზე ნაკლები რაოდენობის ტექნიკის გაცილებისას უნდა ემორჩილებოდეს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს, ხოლო გადასაზიდი ტვირთის მნიშვნელობიდან გამომდინარე იმოქმედოს ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტით და ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს მოძრაობის შეჩერება.

    მუხლი 8

თუ საპატრულო ავტომობილი აცილებს სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც გადაჰყავს ავადმყოფი სამკურნალო დაწესებულებაში, რომლის სისცოცხლეს საფრთხე ემუქრება, საპატრულო ავტომობილი სარგებლობს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრიორიტეტით სარგებლობის უფლებით.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი