,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.010
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №761
2008 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ან დაკარგული ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის №393 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2008წ., №49, მუხ.574) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების რაოდენობის, ფიზიკური და საბუღალტრო ღირებულების შეფასებას ახდენს საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) და ამზადებს ძირითად საშუალებათა ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისია ვერ ადგენს ჩამოსაწერი ქონების ღირებულებას, კომისიის გადაწყვეტილებით ძირითად საშუალებათა ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტი დადასტურდება დამოუკიდებელი აუდიტორის ან ექსპერტის მიერ (დანართი №1, №2)“.
2. დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) შეისწავლის ამორტიზებული, გამოუყენებელი, დაკარგული ან განადგურებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ნაკეთობის ტექნიკური პასპორტით, ფორმულარით, ქარხანა-დამამზადებლის ინფორმაციითა და სხვა საცნობარო მასალის საფუძველზე, მასალების ფიზიკური და ქიმიური მდგომარეობის ცვლილებების გათვალისწინებით ასაბუთებს მატერიალური საშუალებების დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენების მიზანშეუწონლობას და, შესაბამისად, მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას. ძირითად საშუალებათა ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის აქტის შედგენის შემდგომ საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) ადგენს აქტს ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციის შესახებ (დანართი №3).“.
3. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია) აფასებს ბალანსიდან ჩამოწერილი ქონების დაშლის შედეგად მიღებულ ვარგის ნაწილებს, განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას.“.
4. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ჩამოწერილი ქონების განადგურება, ჰუმანიტარული სახით გაცემა ან ჯართის სახით რეალიზება ხდება სამინისტროს მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის (საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისიის) გადაწყვეტილებით. საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია საბალანსო ერთეულის ქონების ჩამოწერის თაობაზე ცნობის სახით წარუდგენს ინფორმაციას სამინისტროს მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას.“.
მუხლი 2
ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
ძირითად საშუალებათა პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობათა)
ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
----------------------------------------------------------------------------------------------------
200 წლის ------------------------ მდგომარეობით
საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია
(საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია)
|
№ |
ძირითადი საშუალების დასახელება |
ექსპლუატაციაში შესვლის წელი |
ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდი |
ღირებულება ლარებში 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით |
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა |
ფიზიკური ცვეთა |
ნარჩენი ღირებულება ლარებში |
||
|
ბუღალტრული ცვეთის % |
ფაქტ ობრივად მდგომარეობა |
ლარებში |
|||||||
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კომისიის წევრები: 1.
2.
3.
4.
დანართი №2
ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარების და სხვა)
ჩამოსაწერი ღირებულების დადგენის
ა ქ ტ ი
----------------------------------------------------------------------------------------------------
200 წლის ------------------------ მდგომარეობით
საინვენტარიზაციო მუდმივმოქმედი კომისია
(საბალანსო ერთეულის საინვენტარიზაციო კომისია)
|
№ |
ძირითადი საშუალების დასახელება |
ექსპლუატაციაში შესვლის წელი |
ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდი |
ღირებულება ლარებში 1998 წლის 1 იანვრის მდგომარეობით |
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა |
ფიზიკური ცვეთა |
ნარჩენი ღირებულება ლარებში |
||
|
ბუღალტრული ცვეთის % |
ფაქტ ობრივად მდგომარეობა |
ლარებში |
|||||||
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კომისიის წევრები: 1.
2.
3.
4.