,,ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.11.2008 ძალადაკარგული 24.02.2022
ნომერი
№2-157
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.012.394
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 25/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

                                          სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.012.394

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-157

2008 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახით:

ა) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა (დანართი №1);

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №2);

გ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3);

დ) გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის/მოწმობების ჩამოწერის აქტი (დანართი № 4).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

  დანართი №1

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური

 

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის

სარეგისტრაციო მოწმობა № 000000

                            

__________________________________________________________________________________________________

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის დასახელება

 

__________________________________________________________________________________________________

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

__________________________________________________________________________________________________

            ფორმა, დოზა, კონცენტრაცია და შეფუთვაში არსებული რაოდენობა

__________________________________________________________________________________________________მწარმოებელი ქვეყანა

__________________________________________________________________________________________________

განკუთვნილია (ცხოველის სახეობა)

__________________________________________________________________________________________________

მფლობელი (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება და მისამართი)

              

რეგისტრაციის თარიღი: .....................     მოქმედების ვადა: ...........................

                              

ეროვნული სამსახურის უფროსი                                                                  ბ.ა.

სფს №

დამკვეთი: სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური

დამამზადებელი: შპს „პოლიგრაფისტი“

 

დანართი №2

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი

თარი-ღი

მოწმო-ბის №

მოწმობის გამცემი

მოწმობის მიმღები

დაბრუნებული მოწმობები

გაუქმებული მოწმობები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

 

ჩამოწერის აქტის №

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. მოწმობების დამზადება, გაცემა და დაბრუნება

1. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების (შემდგომში – მოწმობა) დამზადებას სამსახური ახორციელებს დამოუკიდებლად „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.

3. სამსახურის მიერ მოწმობების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).

4. აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი განცხადების საფუძველზე გადასცემს მოწმობებს სამსახურის იმ თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს მოწმობები.

    მუხლი 2. მოწმობების შენახვა

1. მოწმობები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ მოხელეებთან „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სათავსო, სადაც ინახება მოწმობები, უნდა იყოს სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

    მუხლი 3. მოწმობების შევსება და წარმოება

1. მოწმობებს ავსებს სამსახურის უფლებამოსილი პირი.

2. მოწმობები ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა. შ. მოწმობების დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და დგება ჩამოწერის აქტი.

3. მოწმობები ივსება ორ ეგზემპლარად.

4. მოწმობის ერთი ეგზემპლარი რჩება სამსახურში, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა განმცხადებელს.

5. მოწმობების რეგისტრაცია ხდება „ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალში“.

    მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა ხდება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) მოწმობების დაზიანების გამო;

გ) პოლიგრაფიული დეფექტის გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ექსკლუზიური ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ექსკლუზიური ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.

4. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. მოწმობების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლი

1. მოწმობების შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სამსახური.

2. სამსახური ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მკაცრი მოწმობების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

                                                       დანართი №4

 

აქტი №

„__________“ „__________________“ 200 წელი

 

გამოსაყენებლად უვარგისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სარეგისტრაციო მოწმობის ჩამოწერის შესახებ

 

მოწმობის ექსკლუზიური ნომერი

მოწმობის ჩამოწერის მიზეზი

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მოწმობების ჩამოწერის სისწორეს.

 

მოწმობების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი:                                                                        /------------------------------------/