,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.05.2009 ბოლო ცვლილება 10.08.2023
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
410.030.000.22.023.013.136
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 68, 03/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.030.000.22.023.013.136

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №18

2009 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების         ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1999 წლის 3 ივნისის №68 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალი

1.    ფრინველები:

ა)

რუხი ბატი

Anser anser

ბ)

თეთრშუბლა იხვი

Anas penelope

გ)

 რუხი იხვი

Anas strepera

დ)

ჭიკვარა

 Anas crecca

ე)

გარეული იხვი

Anas platyrhynchos

ვ)

ბოლოსადგისა იხვი

Anas acuta

ზ)

იხვინჯა

Anas querquedula

თ)

ფართოცხვირა

Anas clypeata

ი)

ხოხობი

Phasianus colchicus

კ)

კაკაბი

Alectoris graeca

ლ)

მწყერი

Coturnix coturnix

მ)

 მელოტა

Fulica atra

ნ)

წყლის ქათამი

Gallinula chloropus

ო)

ჩიბუხელა

Lymnocryptes minimus

პ)

ჩიბუხა

Gallinago gallinago

ჟ)

ტყის ქათამი

Scolopax rusticola

რ)

ქედანი

Columba palumbus

ს)

გარეული მტრედი

Columba livia

ტ)

გულიო

Columba oenas

უ)

ჩვეულებრივი გვრიტი

Streptopelia turtur

 

2. ძუძუმწოვრები:

ა)

ნუტრია

Myocastor coypus

ბ)

კურდღელი

Lepus europaeus

გ)

მაჩვი

Martes meles

დ)

ტყის კვერნა

Martes Martes

ე)

ქვის კვერნა

Martes foina

ვ)

გელი

Canis lupus

ზ)

ტურა

Canis aureus

თ)

მელა

Vulpes vulpes

ი)

ენოტისებური ძაღლი

Nyctereutes procyonoides

კ)

ტყის კატა

Felis silvestris

ლ)

გარეული ღორი

Sus scrofa

მ)

შველი

Capreolus capreolus

ნ)

ენოტი

procyon lotor