„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№368
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.22.033.013.183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 12/06/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.183

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №368

2009 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №45 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალი­ფიკა­ციო მოთხოვნების“ პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 13 მარტის №45 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №24,  მუხლი 218) დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნების პროგრამა ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთათვის (დანართი 3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3

საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. ზოგადი საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზოგადი ფუნქციები და ამოცანები. სამინისტროს სტრუქტურა, ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები. საშუალოვადიანი მიზნები და ამოცანები. დეპარტამენტის სტრუქტურა.

2. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავ­ლების დაგეგმვის სამმართველო:

ა) მაკროეკონომიკა. მაკროეკონომიკის საგანი. მთლია­ნი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემო­სავალი, მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი. მთლია­ნი შიდა პროდუქტის გაანგარიშების მეთოდები. ფასები, ინფლაცია და ფასების ინდექსი. განსხვავება სამომხმა­რებლო ფასების ინდექსსა და მთლიანი შიდა პროდუქ­ტის დეფლატორს შორის. ნომინალური და რეალური მაჩვენებლები. ეკონომიკური ზრდა. საგადამ­ხდელო ბალანსი, მისი ძირითადი შემადგენელი ელე­მენტები. მონეტარული მაჩვენებლები. ფულის მასის აგრეგატები, მათ შორის არსებული კავშირები. მონეტარული კოეფიციენ­ტები (ფულის მიმოქ­ცევის სიჩქარე, დოლა­რი­ზაციის კოეფიციენტი, ფულის მულტიპ­ლიკატორი) და მათი გამოთვლის მეთოდები. ვალუტის კურსი. ერთობლივი მოთხოვნა და ერთობ­ლივი მიწოდება;

ბ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა. სახელმწი­ფო ფინანსების სტატისტიკის დანიშნულება. სახელმწი­ფო ფინანსების მაჩვენებელთა სისტემა. მისი სტატის­ტიკის დაკვირვების სფერო. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, დამუშავება, გადაცემა და შენახვა. სტატის­ტიკური ანგარიშების სახეები და შედგენის პერიოდულობა. ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახ­დელები. შემოსავლების და ხარჯების კონსოლიდირება. საერთა­შორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგია;

გ) შემოსავლების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინ­გი. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“. კანონის მიზანი. საქარ­თველოს საბიუჯეტო სისტემა. საქართველოს საბიუ­ჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები. საბიუჯეტო პროცესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. შემოსულო­ბების კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯე­ტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება. შემოსავლების პროგნოზი­რება. ბიუჯეტის შემოსულო­ბების შესრუ­ლება. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარ­ტალური მიმოხილვა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრუ­ლების წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა. სახელმწი­ფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარი­შის დამტკიცება. საქართველოს კანონი „შემოსუ­ლობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“. კანონის მიზანი და მისი რეგულირების სფერო;

დ) საქართველოს კანონთა ნუსხა მაკროეკონო­მიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგ­მვის სამმარ­თვე­ლოს მოხელეთათვის:

დ.ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუ­ჯეტო სისტემის შესახებ“;

დ.ბ) საქართველოს კანონი „შემოსულობების ბიუჯე­ტებს შორის განაწილების შესახებ“.

3. მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველო:

ა) მოსაკრებლის ცნება. მოსაკრებლების სისტემა, მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება. მოსაკრებლის სახეები. მოსაკრებლის გადამხდელები. მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები. ლიცენ­ზიის არსი. ნებართვის არსი. ვადაგადაცილებული სასეს­ხო დავალიანება. გადახდისუნარიანობა. უიმედო სესხი. რეაბილიტაცია. დივიდენდის, სახელმწიფოს წილობ­რივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილების სამართლებრივი საფუძ­ვლები;

ბ) საქართველოს კანონთა ნუსხა მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველოს მოხელეთათვის:

ბ.ა) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

ბ.ბ) საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“;

ბ.გ) საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალია­ნებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტური­ზაციის შესახებ“.

4. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმარ­­თვე­ლო:

ა) საგადასახადო პოლიტიკა. საქართველოს საგადა­სახა­დო კანონმდებლობა. გადასახადის ცნება. საქარ­­თვე­ლოს საგადასახადო სისტემა და მისი პრინ­ციპები. გადასახადების სახეები (საერთო-სახელ­მწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები). ხანდაზმულობის ვა­და. საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ვალდებუ­ლების შესრულების უზრუნველ­ყოფის ღონისძიებები. საგადასახადო კონტროლი, მისი ფორმები და მეთოდები. საშემოსავლო გადასახადი. მოგე­ბის გადასახადი. დამატე­ბული ღირებულების გადასახადი (დღგ). აქციზი. საბაჟო გადასახადი. ქონების გადასახადი;

ბ) საბაჟო პოლიტიკა. საქართველოს საბაჟო პოლი­ტიკა. საბაჟო კანონმდებლობა. საბაჟო რეჟიმები: საქონ­ლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი), საქონლის ტრანზიტი, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება, საქონლის დროებითი შემოტანა, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება, საქონლის ექსპორტი. საბაჟო დამუშავების ოპერაციები: საქონლის გადატანა თავისუფალი ზონაში ან თავისუფალი საწყობში, საქარ­თველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორ­ტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. უბაჟო ვაჭრობის პუნქტი. საბაჟო გადასახდელები. საბაჟო გაფორმება. დეკლარირება და საბაჟო დეკლარა­ციის სახეები. საბაჟო წარმომადგენელი. საბაჟო გადასახადის ცნება. საბაჟო გადასახადის გადამხდელები და დაბეგვრის ობიექტი. საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები. საბაჟო გადასახადის განაკვე­თები. საბაჟო მოსაკრებლის ცნება. საბაჟო მოსაკ­რებლის გადამხდელები. საბაჟო მოსაკრებლის განაკვე­თები;

გ) საქართველოს კანონთა ნუსხა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს მოხელე­თათვის:

გ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

გ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ივნისიდან.

კ. ბაინდურაშვილი