„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.474
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №679
2009 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ტყიბულის პროფესიული სასწავლებლისა და თერჯოლის პროფესიული სასწავლებლის რეორგანიზაციის, ტყიბულის პროფესიული ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №891 ბრძანებაში (სსმ III, 12.10.2007წ., №142, მუხ.1580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტყიბულის პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ცენტრის დირექტორი
1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.
2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი.ქურდაძე