„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „იკაროსის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№674
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.013.483
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 105, 25/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.483

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №674

2009 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „იკაროსის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1219 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტურიზმის მრავალდარგოვანი კოლეჯის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „იკაროსის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1219 ბრძანებაში (სსმ III, 11.12.2007წ., №175, მუხ.1940) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრ „იკაროსის“ წესდების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ცენტრის დირექტორი

1. ცენტრის დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

2. ცენტრის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.

3. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.“.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი ი. ქურდაძე