1. ყველა კატეგორიის აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის დაყენებისას სავალდებულოა ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების ჩატარება. ამის შემდეგ შესაბამისობის შეფასება უნდა მოხდეს ყოველწლიურად.
2. შესაბამისობის ფირნიში წარმოადგენს აირბალონიანი მოწყობილობის ვარგისობის დამადასტურებელ დოკუმენტს და იგი სავალდებულოა გამოსაყენებლად ყველა იმ პირისათვის, რომლის მფლობელობაშიცაა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
3. შესაბამისობის ფირნიში (დანართი №5) წარმოადგენს წრეს, რომლის დიამეტრია 90 მმ და შედგება ორი ნაწილისაგან: აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე დასაკვრელი A და შესაბამისობის ბარათზე დასაკვრელი B ნაწილებისგან.
4. შესაბამისობის ფირნიში ყველა კატეგორიის აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის იბეჭდება ტიპოგრაფიული წესით, ცისფერ ფონზე.
5. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:
ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);
ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა (შავი ფერის);
გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღის შესაბამისი დეკადის აღმნიშვნელი რომაული ციფრების (წითელი რომაული ციფრები I, II, III შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი 5, სწორკუთხედი 1);
დ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის თვის აღმნიშვნელი ციფრის (წითელი ციფრები 1-დან 12-ის ჩათვლით შესაბამისობის ფირნიშს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ჩარჩო (დანართი 5, სწორკუთხედი 2).
6. შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის უკანა მხარეზე რეკვიზიტების ჩასაწერი ჩარჩოების თავზე დატანილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების:
ა) მარკა, ტიპი და/ან მოდელი;
ბ
) სახელმწიფო სანომრე ნიშანი
;
გ) სერვისის საწარმოს დასახელება;
დ) შესაბამისობის შეფასების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი).
7. შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის უკანა მხარეზე დატანილი უნდა იყოს:
ა) შესაბამისობის ფირნიშის ექვსციფრა რიგითი ნომერი (შავი ფერის);
ბ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ვადა (შავი ფერის);
გ) შესაბამისობის ფირნიშის მოქმედების ამოწურვის თვის (დანართი 5, სწორკუთხედი 4) და ამ თვის დეკადის (დანართი 5, სწორკუთხედი 3) აღმნიშვნელი ციფრების ჩასაწერი ჩარჩოები.
8. შესაბამისობის ფირნიშების დამზადებას უზრუნველყოფს სერვისის საწარმო.
9. შესაბამისობის ფირნიშები მზადდება კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში ამ „წესების“ მიხედვით.
10. შესაბამისობის ფირნიშები მზადდება ისეთი ტექნოლოგიითა და მასალით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს:
ა) შესაბამისობის ფირნიშის A და B ნაწილების უკანა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) სპეციალური საწერი საშუალებით ამ მუხლის მე-6 პუნქტში და მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მონაცემების ჩაწერა;
ბ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის წინა მხარეზე (შესაბამის ჩარჩოებში) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემების ჩაკვრა;
გ) შესაბამისობის ფირნიშის A ნაწილის საიმედოდ დაკვრა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში;
დ) შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილის საიმედოდ დაკვრა შესაბამისობის ბარათის ქვედა, წარწერებისაგან თავისუფალ ადგილას.
11. პოლიგრაფიული საწარმოდან შესაბამისობის ფირნიშების გამოტანის უფლება აქვს სერვისის საწარმოს პასუხისმგებელ პირს, ხელმძღვანელის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე.
12. გამოსაყენებლად უვარგისი შესაბამისობის ფირნიშები უნდა იყოს ჩამოწერილი.
13. გამოსაყენებლად უვარგისი შესაბამისობის ფირნიშის (ფირნიშების) ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტით. შესაბამისობის ფირნიშის ნომერი შეტანილ უნდა იქნეს აქტში.
14. ჩამოწერის აქტს ადგენს სერვისის საწარმო.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 19. შესაბამისობის შეფასების პერიოდულობა
თავი V — აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება და მისი პერიოდულობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
- მუხლი 14. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ბალონების იდენტიფიკაცია
- მუხლი 15. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების ჩატარება
- მუხლი 16. შესაბამისობის შეფასების სამუშაოები
- მუხლი 17. შესაბამისობის შეფასების შედეგების გაფორმება
- მუხლი 18. ბალონების შემოწმება და ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 20. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის მდგომარეობის მიმართ
- მუხლი 21. უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიმართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-19/