1. ბალონების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და მათი მუშაობის ხანგრძლივობის გასაზრდელად საჭიროა პერიოდულად შეიღებოს ბალონის გარეთა ზედაპირი ზეთოვანი ან ემალის წითელი ფერის საღებავით.
2. შეღებვის წინ ბალონები გულდასმით უნდა გაირეცხოს, გაიწმინდოს ჭუჭყისაგან და გაშრეს. შეღებვა დასაშვებია უშუალოდ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჩამკეტი არმატურის დემონტაჟის გარეშე, როცა ბალონები აირისაგან დაცლილია.
3. ბალონების, ისევე როგორც მთლიანი აირმოწყობილობის სწორ ექსპლუატაციასა და შენახვაზე პასუხისმგებელია აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი.
4. ბალონების პერიოდული შემოწმება უნდა მოხდეს ამ „წესების“ მე-14 მუხლით დადგენილ ვადებში.
5. ბალონების შემოწმება ჩატარებულ უნდა იქნეს სერვისის საწარმოში.
6. ბალონების შემოწმება მოიცავს შემდეგ ოპერაციებს:
ა) გარე და შიგა ზედაპირების დათვალიერება;
ბ) ჰიდრავლიკური გამოცდა 30 მეგპა (300 ატმ) საგამოცდო წნევით;
გ) ბალონის ყელისა და აირის არმატურის შეერთებების ჰერმეტულობაზე შემოწმება;
დ) ბალონის მასისა და მოცულობის შემოწმება.
7. ბალონებს, რომელთაც დათვალიერებისას გარე და შიდა ზედაპირზე აღმოაჩნდებათ შენატყლეჟები, ნიჟარები და ნაკაწრები კედლის სისქის ნომინალური ზომის 10 %-ზე მეტი, ბზარები, ხრახნის ჩანაგლეჯი, ამონატეხი და ცვეთა, აგრეთვე, რომლებზეც არ იკითხება ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი, ჰიდრავლიკური გამოცდის გარეშე უნდა იქნეს დაწუნებული.
8. ბალონების მასა დგინდება მათი აწონვით, ხოლო მოცულობა განისაზღვრება წყლით გავსებული და ცარიელი ბალონის მასათა სხვაობით. თუ ბალონის მასა შემცირებულია 7 %-ზე მეტად იმასთან შედარებით, რაც ბალონზეა აღნიშნული, ან თუ მოცულობა 2%-ზე მეტადაა გაზრდილი, ბალონი ითვლება უვარგისად.
9. დაწუნებულ ბალონს შეგნებულად უზიანდება ყელის ხრახნი ან იხვრიტება ბალონის კორპუსი, რაც გამორიცხავს მის შემდგომ გამოყენებას.
10. ბალონების ჰიდრავლიკურ გამოცდას სპეციალურ დანადგარზე აწარმოებენ 30 მეგპა (300 ატმ) წნევით. წნევის ქვეშ ბალონები უნდა იყოს არანაკლებ 2 წუთისა. ჰიდრავლიკური გამოცდის შემდეგ ბალონი ითვლება ვარგისიანად, თუ მის ზედაპირზე არ შეიმჩნევა ნაჟონი, ნაცრემლი, ნაორთქლი და ნარჩენი დეფორმაცია.
11. ჰიდრავლიკური გამოცდის შემდეგ ბალონს აშრობენ, მასზე ამონტაჟებენ არმატურასა და ვენტილებს, ხოლო შემდეგ წნეხავენ 20 მეგპა (200 ატმ) წნევით შეკუმშულ ჰაერს, ხრახნული შეერთებისა და ვენტილების ჰერმეტულობაზე შესამოწმებლად.
12. დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევისას შემოწმებულ ბალონებს დამღავენ და ღებავენ