1. აირბალონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებული უნდა იყოს ოთხ წერტილში მაინც, რომელთა შორის მანძილი საკმარისი უნდა იყოს ბალონის უძრაობის უზრუნველსაყოფად.
2. იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი დამაგრებულია ლითონის თხელ ფურცელზე, ეს უკანასკნელი გაძლიერებული უნდა იყოს საყელურებით (ფირფიტებით), რომელთა ზომები უნდა შეესაბამებოდეს მე-3 დანართში მოყვანილ მაჩვენებლებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული აირბალონიანი მოწყობილობის სამაგრი ჭანჭიკები ღრუ კონსტრუქციის ელემენტებში გადის, დატვირთვისას მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა განმბჯენი მილაკის დაყენება.
4. სამაგრი ჭანჭიკების კლასი არ უნდა იყოს 8.8 სიზუსტის კლასზე, მათი დიამეტრი კი – მე-3 დანართში მითითებულზე ნაკლები.
5. სამაგრი ელემენტების თვითმოშვებისა და გამოვარდნის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მოხდეს მათი ცენტრირება.
6. მაღალი წნევის ლითონის აირსადენების სიმტკიცის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 4.0-ზე ნაკლები, რაც დამამზადებელი ქარხნის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. აირბალონიანი მოწყობილობის მაღალი წნევის ლითონის აირსადენების გარე დიამეტრების რეკომენდებული რიგია 6, 8, 10 და 12 მმ
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ
თავი IV — ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. შენობა-ნაგებობები
- მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა
- მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია
- მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
- მუხლი 14. აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ბალონების იდენტიფიკაცია
- მუხლი 15. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების ჩატარება
- მუხლი 16. შესაბამისობის შეფასების სამუშაოები
- მუხლი 17. შესაბამისობის შეფასების შედეგების გაფორმება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-12/