1. სერვისის საწარმო არ უნდა იყოს განთავსებული ხალხმრავალ და ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის ადგილას.
2. სერვისის საწარმოს ტერიტორიაზე არ უნდა იქმნებოდეს რაიმე სახის შეფერხება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის.
3. სერვისის საწარმოს განლაგება, აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების სამუშაოების ჩასატარებლად გამოყენებული შენობა-ნაგებობები, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოფდეს სათანადო უსაფრთხო სამუშაო პირობების დაცვას.
4. სამუშაოების ჩასატარებელი ღია ტიპის სადგომი განთავსებული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობებიდან არანაკლებ 5 მ მანძილზე.
5. ბალონებიდან აირის გამოსაშვები სპეციალური მოედნის ზომები განისაზღვრება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურ გაბარიტებს დამატებული 1,5 მ-ით ყოველ მხარეს. მანძილი მოედნიდან შენობა-ნაგებობამდე უნდა იყოს 12-15 მ, ხოლო ღია ტიპის სადგომამდე – 10 მ.
6. სერვისის საწარმოში გათვალისწინებულ უნდა იქნეს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ბალონების მოსახსნელი და დასამონტაჟებელი, აგრეთვე აირდაცლილი ბალონების შესანახი ადგილები.
7. ამწე მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში კონკრეტული აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჭირო სიმაღლე
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 6. შენობა-ნაგებობები
თავი III — სერვისის საწარმოს მეურნეობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ტექნიკური ხელმძღვანელები
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა
- მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია
- მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
- მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-6/