სერვისის საწარმოში უნდა არსებობდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სერვისის საწარმოს პასპორტი (დანართი 1);
ბ) აირბალონიანი მოწყობილობის მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების და შემოწმების მეთოდების შესაბამისი სტანდარტები, ნორმები, წესები, საცნობარო მონაცემები;
გ) აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი 2) (შემდგომ – შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალი);
დ) ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათების აღრიცხვის ჟურნალი. ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათს უნდა ჰქონდეს ნომერი სერვისის საწარმოს მიერ შემუშავებული ნუმერაციის მიხედვით.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია
თავი III — სერვისის საწარმოს მეურნეობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ტექნიკური ხელმძღვანელები
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 6. შენობა-ნაგებობები
- მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა
- მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
- მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-8/