1. სერვისის საწარმო აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო მოწყობილობით და საზომი საშუალებებით.
2. სერვისის საწარმოს პასპორტში შეტანილ თითოეულ მოწყობილობასა და საზომ საშუალებაზე უნდა არსებობდეს შემდეგი მონაცემები:
ა) მოწყობილობის და საზომი საშუალების დასახელება, მარკა და ტექნიკური მონაცემები;
ბ) დამამზადებელი საწარმო;
გ) საზომი საშუალებების მეტროლოგიური დამოწმების დოკუმენტები და შემდგომი პროცედურების თარიღები.
3. სერვისის საწარმოში არსებული მოწყობილობა და საზომი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს სერვისის საწარმოს მიერ აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სრულად ჩატარებას.
4. სერვისის საწარმოს უნდა გააჩნდეს შემდეგი მოწყობილობა და საზომი ხელსაწყოები:
ა) აირბალონიანი მოწყობილობის და მისი ელემენტების ჰერმეტულობის შესამოწმებელი აირანალიზატორები;
ბ) აირბალონში აირის წნევის შესამოწმებელი მაღალი წნევის მანომეტრი;
გ) ელექტრომაგნიტური სარქვლის მუშაობის შესამოწმებელი სტენდი;
დ) მაღალი და დაბალი წნევის რედუქტორების, ვენტილების, გამფილტრავი ელემენტების, შემრევების მუშაობის შესამოწმებელი სტენდი;
ე) ბალონების გამოსარეცხი აპარატი, აგრეთვე ჰაერის კომპრესორი;
ვ) აირბალონების საგამოცდო სტენდი;
ზ) აირბალონის შიგა კედლების დასათვალიერებელი, აირბალონის მასის შესამოწმებელი და შესაღები მოწყობილობა;
თ) აირბალონიანი მოწყობილობის მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებელი იარაღებისა და სამარჯვების კომპლექტი.
5. სერვისის საწარმო აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინაღო და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა
თავი III — სერვისის საწარმოს მეურნეობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ტექნიკური ხელმძღვანელები
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 6. შენობა-ნაგებობები
- მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია
- მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
- მუხლი 12. მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების სამაგრების სიმტკიცის მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012. გამოქვეყნება: სსმ, 144, 24/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №1-1/2571, 16.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.22.024.013.805 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/87424/muxli-7/