1. სერვისის საწარმო შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო მოწყობილობით და საზომი საშუალებებით.

2. სერვისის საწარმოს პასპორტში შეტანილ თითოეულ მოწყობილობასა და საზომ საშუალებაზე, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, უნდა არსებობდეს შემდეგი მონაცემები:

ა) მოწყობილობის და საზომი საშუალების დასახელება, მარკა და ტექნიკური მონაცემები;

ბ) დამამზადებელი საწარმო;

გ) საზომი საშუალებების მეტროლოგიური დამოწმების დოკუმენტები და შემდგომი პროცედურების თარიღები.

3. სერვისის საწარმოში არსებული მოწყობილობა და საზომი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს სერვისის საწარმოს მიერ აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სრულად ჩატარებას.

4. სერვისის საწარმოს, შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, უნდა გააჩნდეს შემდეგი მოწყობილობა და საზომი ხელსაწყოები:

ა) აირბალონიანი მოწყობილობის და მისი ელემენტების ჰერმეტულობის შესამოწმებელი აირანალიზატორები;

ბ) აირბალონში აირის წნევის შესამოწმებელი მაღალი წნევის მანომეტრი;

გ) ელექტრომაგნიტური სარქვლის მუშაობის შესამოწმებელი სტენდი;

დ) მაღალი და დაბალი წნევის რედუქტორების, ვენტილების, გამფილტრავი ელემენტების, შემრევების მუშაობის შესამოწმებელი სტენდი;

ე) ბალონების გამოსარეცხი აპარატი, აგრეთვე ჰაერის კომპრესორი;

ვ) აირბალონების საგამოცდო სტენდი;

ზ) აირბალონის შიგა კედლების დასათვალიერებელი, აირბალონის მასის შესამოწმებელი და შესაღები მოწყობილობა;

თ) აირბალონიანი მოწყობილობის მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების ჩასატარებელი იარაღებისა და სამარჯვების კომპლექტი.

5. სერვისის საწარმო აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინაღო და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები