1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსება უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებული მომსახურე პერსონალის მიერ აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვისის საწარმოში.
2. განსათავსებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ქარხნული წესით დამზადებული აირბალონიანი მოწყობილობა (კომპლექტი).
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას არ უნდა ირღვეოდეს ავტომობილის საბაზო მოდელის გაბარიტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მოწყობილობა მონტაჟდება სახურავზე. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მატებამ სიმაღლეში არ უნდა გადააჭარბოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძებზე მასების სწორ განაწილებას. ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეულ ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა და სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ზღვარს.
5. აირბალონიანი მოწყობილობის არც ერთმა აგრეგატმა ან კვანძმა, მათ შორის იატაკის ზონაში განლაგებულმა ბალონებმა, არ უნდა შეცვალოს ავტომობილის გამავლობის გეომეტრიული პარამეტრები.
6. აირბალონიანი მოწყობილობა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ისე უნდა განთავსდეს, რომ იგი ისევე, როგორც მისი დამაგრების ადგილები, დაცული იყოს მექანიკური დაზიანებისა და კოროზიისაგან.
7. აირბალონიანი მოწყობილობის აგრეგატებისა და კვანძების კონსტრუქცია და მათი განთავსება არ უნდა ზღუდავდეს ძირითად ელემენტებთან შეუფერხებელ მიდგომას მონტაჟ-დემონტაჟის, რეგლამენტური საკონტროლო-სარეგულირებელი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებისას, ასევე, არ უნდა ართულებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სათადარიგო თვლის მოხსნასა და დაყენებას.
8. აირბალონიანი მოწყობილობის, მისი სამაგრი კვანძების და დასაყენებელი ელემენტების განთავსებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე, მისი ყველა კვანძისა და შეერთების ჰერმეტულობის კონტროლის შესაძლებლობა. ამასთან, გაჟონვის ადგილის საძიებელი გადასატანი ხელსაწყოს გამოყენება არ უნდა ითხოვდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატის მოხსნას ან დაშლას.
9. აირბალონიანი მოწყობილობის კვანძები და აგრეგატები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში გამორიცხული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონსა და სატვირთო ნაკვეთურში მისი შეღწევა.
10. აირბალონიანი მოწყობილობა ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მისი კვანძები და აგრეგატები ნამუშევარი აირის გამშვები სისტემიდან დაცილებული იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვი