1. აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ტესტირების ცენტებში, რომლებიც თავისი აღჭურვილობითა და მომსახურე პერსონალით უნდა უზრუნველყოფდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული სამუშაოებისა და პროცედურების შესრულებას საჭირო მოცულობითა და სიზუსტით.
2. შესაბამისობის შეფასებაზე წარდგენილი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს სუფთა (გარეცხილ) მდგომარეობაში, ტვირთის გარეშე.
3. შესაბამისობის შეფასებისას ტესტირების ცენტრის უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) შესაბამისობის შეფასებაზე არ დაუშვას აირბალონიანი მოწყობილობა, რომლის:
ა.ა) მფლობელსაც არ გააჩნია ამ რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტი;
ა.ბ) ბალონებს არ გააჩნიათ შესაბამისი ნიშანდება: დამამზადებლის სასაქონლო ნიშანი, ნომერი, დამზადების და პერიოდული შემოწმების თარიღი, მუშა და საგამოცდო წნევა და მასა;
ა.გ) ბალონებს გააჩნიათ შენატყლეჟები, ნიჟარები და ნაკაწრები კედლის სისქის ნომინალური ზომის 10%-ზე მეტი, ბზარები, ხრახნის ჩანაგლეჯი, ამონატეხი და ცვეთა, აგრეთვე არ იკითხება ზოგიერთი საპასპორტო მონაცემი;
ბ) ჩაატაროს აირბალონიანი მოწყობილობის შემოწმება, დაადგინოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთა