1. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირსადენების განლაგება უნდა მოხდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში გაზის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, იქ გამავალი ნებისმიერი აირსადენი უნდა აღიჭურვოს დამატებითი ჰერმეტული და ვენტილირებადი გარსით;
ბ) სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურის ჩაკეტილ სივრცეში არ უნდა ჰქონდეს ადგილი აირსადენის არანაირ შეერთებას, გარდა აირბალონთან იმ მიერთებებისა, რომლებიც განლაგებულია ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით;
გ) აირსადენის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, იგი არ უნდა იყოს განლაგებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის გარეთ. ავტოსატრანსპორტო საშუალების იატაკის ქვეშ აირსადენის განლაგებისას, ეს უკანასკნელი დაცული უნდა იყოს კოროზიული და დარტყმითი ზემოქმედებისაგან;
დ) აირსადენი არ შეიძლება განლაგებული იყოს დათვალიერებისათვის მიუწვდომელ ადგილას;
ე) დამაგრების ადგილებში აირსადენები სამაგრ ელემენტებთან შეხებისაგან დაცული უნდა იყოს დამატებითი საამორტიზაციო საფენებით;
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს გადახრით წარმოშობილი დეფორმაციის შემთხვევაში, ლითონის აირსადენების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მათ უნდა ჰქონდეს საკომპენსაციო რგოლები;
ზ) აირსადენის მიერთებების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტექნიკური დათვალიერებისა და რემონტისათვის მათთან დაუბრკოლებლად მიდგომის შესაძლებლობ