1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაში აირბალონების განთავსებისას ბალონები, ისევე როგორც არმატურა და მაერთებელი ელემენტები, მოთავსებული უნდა იყოს განცალკევებულ ნაკვეთურში ან ბალონების ყელი, ვენტილები და აირმილების შეერთებები უნდა მოექცეს ადგილობრივ გარსაცმში.

2. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქციამ აირის გაჟონვისას უნდა გამორიცხოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სამგზავრო სალონში ან სატვირთო ნაკვეთურში მისი შეღწევის შესაძლებლობა.

3. ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქციაში არახისტი მასალის გამოყენებისას ცალკე უნდა იყოს გათვალისწინებული მექანიკური ზღუდრის მოწყობა.

4. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) შიდა სივრცის ვენტილაცია უნდა მოხდეს ერთი ან რამდენიმე ხვრელის მეშვეობით შესაბამესი სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

5. აირბალონიანი ნაკვეთურის (გარსაცმის) კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ბალონის ვენტილებთან თავისუფალ მიდგომას მათ დასაკეტად ან გასახსნელად. ნაკვეთურის (გარსაცმის) შიგნით ვენტილის სახელურის განთავსების შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

6. ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აირბალონების დამაგრება უნდა განხორციელდეს შესაბამისი სტანდარტს მოთხოვნათა დაცვით. შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

7. აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ნებადართულია მხოლოდ იმ ბალონების გამოყენება, რომლებიც განკუთვნილია ბუნებრივ აირზე სამუშაოდ 20 მეგპა მუშა წნევით (საგამოცდო წნევა _ 30 მეგპა