1. სერვისის საწარმოს განლაგება, აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებისა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების სამუშაოების ჩასატარებლად გამოყენებული შენობა-ნაგებობები, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
2. სამუშაოების ჩასატარებელი ღია ტიპის სადგომის განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
3. ბალონებიდან აირის გამოსაშვები სპეციალური მოედნის ზომები განისაზღვრება შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
4. სერვისის საწარმოში გათვალისწინებული უნდა იქნეს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ბალონების მოსახსნელი და დასამონტაჟებელი, აგრეთვე აირდაცლილი ბალონების შესანახი ადგილებ