ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის რეგლამენტი (შემდგომ რეგლამენტი) ადგენს მოთხოვნებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სავალდებულოა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის საწარმოებისთვის (შემდგომ – სერვისის საწარმო) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №1-1/1567 ბრძანებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „მექანიკური სატრანსპორტო საუალების გადაკეთების წესით“ განმარტებული აკრედიტებული ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებისათვის (შემდგომ – ტესტირების ცენტრი) რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას, აირბალონიანი მოწყობილობის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას, აგრეთვე, ყველა მძღოლისათვის, რომლებიც მართავენ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 16.09.2022
მუხლი 1. რეგულირების სფერო
თავი I — რეგულირების სფერო და ტერმინთა განმარტება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103‑ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიც
- მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. მომსახურე პერსონალი
- მუხლი 6. შენობა-ნაგებობები
- მუხლი 7. ტექნიკური აღჭურვილობა
- მუხლი 8. სერვისის საწარმოს დოკუმენტაცია
- მუხლი 9. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების მიმართ
- მუხლი 10. მოთხოვნები აირბალონების განთავსების მიმართ
- მუხლი 11. მოთხოვნები აირსადენების განლაგების მიმართ
- მუხლი 13. მოთხოვნები ელექტრომოწყობილობის მიმართ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 1, №80, 15.01.2014, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017699 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2196372/muxli-1-2/