1. ტესტირების ცენტრი ვალდებულია ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად ჩატარებული შესაბამისობის შეფასების შედეგად, ყოველ ვარგისად მიჩნეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშულებაზე გააფორმოს და გასცეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკურ მოთხოვნებთან აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის ბარათი (დანართი 4) (შემდგომ – შესაბამისობის ბარათი) და შესაბამისობის ფირნიში (დანართი 5).

2. შესაბამისობის ბარათი ფორმდება ორ ეგზემპლარად, ერთი გადაეცემა აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მეორე – რჩება ტესტირების ცენტრში.

3. ტესტირების ცენტრის პასუხისმგებელმა პირმა პირადად უნდა შეავსოს შესაბამისობის ფირნიში და საიმედოდ დააკრას აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

4. უვარგისად აღიარებულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ტესტირების ცენტრი გასცემს შესაბამისობის ბარათს აღმოჩენილი უწესივრობის მითითებით. ამასთან, განმცხადებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს გაუმართავი აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში კანონის წინაშე მისი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. განმეორებითი შეფასების დადებითი შედეგის შემთხვევაში აღნიშნულ ელემენტებზე დამატებით ფორმდება შესაბამისობის ბარათი (დანართი 4) და აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა შესაბამისობის ფირნიში ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად. შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალის (დანართი 2) გრაფაში “შენიშვნა”, მიეთითება აირბალონიანი მოწყობილობის პირველადი შესაბამისობის ბარათის ნომერი.

6. ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისობის ბარათი უნდა გაფორმდეს შემდეგნაირად:

ა) ყოველ წელს აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასებაზე წარდგენისას, შესაბამისობის ბარათში გადაიხაზება პირველადი შეფასების აღმნიშვნელი გრაფა (პირველადი შეფასება), ხოლო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული განმეორებითი შეფასებისას – განმეორებითი შეფასების აღმნიშვნელი გრაფა (განმეორებითი შეფასება);

ბ) შესაბამისობის ბარათში კონკრეტული ელემენტის შესაბამისი რიგითი ნომერი და გრაფა არ გადაიხაზება, როცა მისი შეფასების შედეგები მიჩნეულია ვარგისად;

გ) კონკრეტული ელემენტის შესაბამისი გრაფის გადახაზვა ნიშნავს, რომ მოცემული აირბალონიანი მოწყობილობის ამ ელემენტის (პარამეტრის) შეფასების შედეგები არ შეესაბამება აირბალონიანი მოწყობილობის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რის გამოც აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება მიჩნეულია უვარგისად;

დ) კონკრეტული ელემენტის შესაბამისი რიგითი ნომრის გადახაზვა ნიშნავს, რომ მოცემული აირბალონიანი მოწყობილობის ამ ელემენტის შეფასება არ ჩატარებულა (მაგ. 3.9 გადაიხაზება იმ შემთხვევაში, როცა კონსტრუქციით არ არის გათვალისწინებული);

ე) დასკვნაში – აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის (გაუმართაობის) შესახებ გადაიხაზება შესაბამისი გრაფა;

ვ) გრაფაში “შენიშვნა” ჩაიწერება კომენტარი აირბალონიანი მოწყობილობის კონკრეტული ელემენტის შეფასებისას აღმოჩენილი უწესივრობის შესახებ და დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში;

ზ) შესაბამისობის ფირნიშის B ნაწილი საიმედოდ უნდა მიეკრას შესაბამისობის ბარათის წარწერებისაგან თავისუფალ ქვედა ადგილზე.

7. შესაბამისობის ბარათის რიგითი ნომერი, აგრეთვე, შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალი ახლდება ყოველ წელს. ტესტირების ცენტრში უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისობის რეგისტრაციის ჟურნალის დაცვა არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან, დაზიანებისა და დაკარგვისაგან.

8. რეგისტრაციის სისტემა შესაძლებელია არსებობდეს ელექტრონული სახით.

9. შესაბამისობის ბარათის ასლები ინახება სათანადოდ დაცულ ადგილას, აირბალონიანი მოწყობილობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ვადი