1. აკრძალულია:
ა) ძრავას მუშაობის დროს აირბალონიანი მოწყობილობის რემონტი;
ბ) აირის გაჟონვისას ძრავას ჩართვა და მუშაობა;
გ) აირის გამოშვება შენობაში სხვა აირბალონიან სატრანსპორტო საშუალებების სადგომ ადგილებთან, აალების წყაროსთან ან ადამიანთა თავშეყრის ადგილთან სიახლოვეს;
დ) ბალონების ჯვარედინაზე განლაგებული შემვსები და გამშვები ვენტილების გახსნილ ან შუალედურ მდგომარეობაში დატოვება. აირის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად ვენტილები ან სრულად გახსნილი ან სრულად დაკეტილი უნდა იყოს;
ე) ღია ცეცხლის ზონასთან ახლოს აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება;
ვ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ აირბალონი ან აირსადენები ეხება პლატფორმის ძირს;
ზ) აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მაღალი წნევის მილების დეფორმაციას.
2. ჰერმეტულობის დარღვევის შემჩნევისთანავე უნდა დაიკეტოს ვენტილები ბალონზე (ბალონებზე), სრულად დაიხარჯოს სისტემიდან აირი, დაიკეტოს მაგისტრალური ვენტილი.
3. კატეგორიულად იკრძალება აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია და დახურულ შენობებში შეყვანა აირის დაზიანებული აპარატურით.
4. ღამის სადგომზე ან ხანგრძლივი დროით აირბალონიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას საჭიროა დაიკეტოს მაგისტრალური და ბალონების ვენტილები, სრულად დაიხარჯოს კვების სისტემაში დარჩენილი აირი (ძრავას გაჩერებამდე), გამოირთოს ძრავა და გაითიშოს აკუმულატორის ბატარეები (განმხოლოვდეს “მასა”). ხანგრძლივი დროის მანძილზე ღია ონკანებით ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია.
5. ზამთარში (თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომად არ გამოიყენება დახურული ფარეხი) ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში ძრავას წინასწარ გასაცხელებლად და აირსადენებში ყინულის საცობების მოსაშორებლად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ცხელი წყალი, ცხელი ჰაერი ან ორთქლი. ღია ალის გამოყენება ძრავას გასათბობად აკრძალულია.
6. ხანგრძლივი დგომის შემდეგ შეკუმშული ბუნებრივი აირით ძრავას ჩართვა რეკომენდებულია განხორციელდეს ახდილი კაპოტით.
7. თითოეულ აირბალონიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე აუცილებლად უნდა იყოს ცეცხლმქრობი და ქეჩა.
8. ონკანები თავისუფლად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს. მათი გაღებისას ან დაკეტვისას დამატებითი ბერკეტების გამოყენება აკრძალულია.
9. წნევის კონტროლის, აირის მიწოდებისა და ხარჯვის, საწვავის ერთი სახეობიდან მეორეზე გადართვის კონტროლის სისტემები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში უნდა იყო