ა) სხვა განმთავსებლები – საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების მთავრობები, სხვა პირები;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა – სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;
გ) ფინანსური ოპერაცია – გადასახადის ან სხვა შემოსულობების მიღება, აგრეთვე ხაზინის ერთიან ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა-გადარიცხვა ფულადი სახსრების ფაქტობრივად მიღების საფუძველზე;
დ) სხვა შემოსულობები – შემოსულობები სოციალური შენატანებიდან, გრანტებიდან, სხვა შემოსავლებიდან, ფინანსური და არაფინანსური აქტივებიდან და ვალდებულებებიდან;
ე) სახსრების მფლობელი – სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები და გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიში.
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ · რედაქცია 23.10.2025
მუხლი 1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
თავი I — ზოგადი დებულებანი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქარ
- მუხლი 3. სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვვებისა,
- მუხლი 4. გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მე
- მუხლი 5. სახელმწიფო ხაზინა:
- მუხლი 6. საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობ
- მუხლი 7. 1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ
- მუხლი 9. 1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს
- მუხლი 10. ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
- მუხლი 11. 1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშ
- მუხლი 12. 1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების
- მუხლი 13. 1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025. გამოქვეყნება: სსმ, 159, 30/12/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, მუხლი 1, №916, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88492/muxli-1/