2. საგადახდო დავალება მზადდება ცალ-ცალკე, გადასახადების სახეების მიხედვით.
3. საგადახდო დავალება მზადდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან მეორე და მესამე ეგზემპლარები ხელმოწერილია შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ და დადასტურებულია ბეჭდით.

4. საგადახდო დავალებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე ტერიტორიული ორგანოსათვის წარდგენილი იმ გადამხდელის წერილის ასლი, რომლის სასარგებლოდაც ხდება გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი მიმართვა, რომელიც დადასტურებულია ბეჭდით;
გ) საბაჟო კუთხით ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის გადამხდელისათვის დაბრუნების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვას თან უნდა ახლდეს გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წერილობითი დასტური აღნიშნული ინფორმაციის მიღების თაობაზე.
5. სახელმწიფო ხაზინის მიერ გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სათანადო რიგითობით, სახელმწიფო ხაზინაში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
6. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე არსებული სახსრები მოცემული პერიოდისათვის არასაკმარისია წარდგენილი საგადახდო დავალების აღსასრულებლად;
ბ) დოკუმენტაცია ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე არ შეესაბამება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და 10 დღეში არ წარედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია