2. ზედმეტად გადახდილი გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა წარმოებს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.
4. შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა, დაბრუნება ან შესწორება, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, სახელმწიფო ხაზინის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით გადამხდელის მიერ სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია, სახაზინო სამსახურის უფროსს მიანიჭოს უფლებამოსილება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად.
6. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ანგარიშს გადასახადის და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა გადასახადებისა და სხვა შემოსულობების სახეში გადატანის შესახებ, რომელსაც ყოველთვიურად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
7. გადასახადისა და სხვა შემოსულობების ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება არ განიხილება როგორც ხარჯი. იგი ტარდება როგორც ზედმეტად გადახდილი გადასახადისა და სხვა შემოსულობების დაბრუნება და მიეთითება ბიუჯეტის შემოსულობის კლასიფიკაციის შესაბამისი კოდი.
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ · რედაქცია 23.10.2025
მუხლი 11. 1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშ
თავი V — ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ზოგადი წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 18¹. ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა
- მუხლი 22. ზედმეტად გადახდილი თანხის რეგულირების წესი
- მუხლი 5. საჯარო სკოლებისათვის ზედმეტად გადარიცხული თანხის სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დაბრუნების ვალდებულება
- მუხლი 1. 1. დამტკიცდეს „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნ
- მუხლი 22. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის
- მუხლი 12. ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. გადასახადის გადამხდელების ან სხვა განმთავსებლების მიერ ბიუჯეტის შემოსულობების ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე ხორციელდება მათ მიერ მომზადებული საგადახდო საბუთების საფუძველზე საბანკო დაწესებულების მე
- მუხლი 5. სახელმწიფო ხაზინა:
- მუხლი 6. საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოები, ასევე დაწესებულებები, რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობ
- მუხლი 7. 1. სახელმწიფო ხაზინა ამზადებს ინფორმაციას ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბანკების მიერ დაგვიანებით ჩარიცხულ ბიუჯეტის შემოსულობათა შესახებ
- მუხლი 9. 1. სახელმწიფო ხაზინა აწარმოებს ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ მონიტორინგს, რაც მოიცავს ბიუჯეტის შემოსულობათა აღრიცხვასა და ანალიზს
- მუხლი 10. ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების ამ ინსტრუქციაში მოცემული პროცედურები, რაც მოიცავს:
- მუხლი 12. 1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების
- მუხლი 13. 1. ეს მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოს მიერ ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლით გათვალისწინებული საგადახდო დავალების წარდგენის საფუძვლებსა და საგადახდო დავალების წარდგენამდე განსახორციელებელ პროცედურებს
- მუხლი 14. 1. გადასახადის სხვა გადასახადების სახეში გადატანა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით წარმოებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალ
- მუხლი 15. 1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შ
- მუხლი 16. 1. მხარჯავი დაწესებულების სადეპოზიტო კოდზე მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა ხდება სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025. გამოქვეყნება: სსმ, 159, 30/12/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“, მუხლი 11, №916, 30.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.014.026 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/88492/muxli-11/