2. სახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტური თანხები განთავსდება მხარჯავი დაწესებულებებისათვის არსებულ სადეპოზიტო კოდებზე, რის შემდეგაც საგადახდო დავალებაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე თანხა აისახება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის განკუთვნილ სადეპოზიტო ქვეკოდზე. საგადახდო დავალებაში არასრულყოფილი მონაცემების არსებობის შემთხვევაში თანხა აისახება განუსაზღვრელი თანხების ქვეკოდზე, რომლის იდენტიფიცირება მოხდება საბიუჯეტო ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე