მუხლი 18🔗

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების რიცხული ნაშთების ფარგლებში საქართველოს ფინასთა მინისტრთან შეთანხმებით